- საკონსტიტუციო სასამართლო
- საკონსტიტუციო კონტროლის სასამართლო ორგანო, რომელიც უზრუნველყოფს საქართველოს კონსტიტუციის უზენაესობას, კონსტიტუციურ კანონიერებასა და ადამიანის კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების დაცვას. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს იურისდიქცია ვრცელდება საქართველოს მთელ ტერიტორიაზე. საკონსტიტუციო სასამართლო შედგება ცხრა წევრისაგან. მათგან სამს ნიშნავს პრეზიდენტი, სამს ირჩევს პარლამენტი, ხოლო სამს ნიშნავს უზენაესი სასამართლო. საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის უფლებამოსილება 10 წელია.Source: ჩვენი კონსტიტუცია : საქართველოს კონსტიტუცია : გამოცემა მოზარდებისათვის [ქართ. და რუს. ენ / სარედ. ჯგუფი: ლალი გზირიშვილი, თამარ დემეტრაშვილი, მერაბ ბასილაია და სხვ.] - თბ. : ფონდი Alpe, 2005.
Georgian encyclopedia. 2013.